Thursday, July 2, 2009

ნინო გელოვანის ბლოგი

თელავის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

ჩემი ელ.პორტფოლიოს მისამართი.



პ რ ო ე ქ ტ ი

  1. პროექტის სახელი: ჩვენი სკოლა
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები მოიძიებენ სტატისტიკურ მონაცემებს მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ადგენენ ამოცანებს სკოლის ისტორიასთან დაკავშირებით.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ბოლო ათი წლის განმავლობაში, რის შესახებაც ინფორმაციის მოძიება მათ შეუძლიათ სკოლის კანცელარიაში. შეისწავლიან ისტორიას სკოლის შესახებ. სკოლის დაარსების წელი, ვის მიერ დაარსდა (ერეკლე მეფე, გაიოზ რექტორი, ანტონ კათალიკოსი) ვინ მოღვაწეობდა....მოახდენენ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას. გამოთვლიან მონაცემების მოდას, დიაპაზონს, საშუალოს, კვადრატულ გადახრას. ააგებენ შესაბამის დიაგრამებს კომპიუტერის დახმარებით. გაეცნობიან ქ თელავის სხვა სკოლების სტატისტიკურ მონაცემებსაც. გააკეთებენ შედარებას და დასკვნას. შეადგენენ სახალისო ამოცანებს სკოლის სტატისტიკასთან და ისტორიასთან დაკავშირებით. რომელსაც შესთავაძებენ დაბალი კლასი მოსწავლეებს.
  4. მონაწილეთა ასაკი:15-16 წლის
  5. ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პრეზენტაცია, მინი ლექცია
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს, სასწავლო აქტივობების რეალობაში გამოყენების უნარ-ჩვევებს
  8. სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან სტატისტიკას და ისტორიას ჩვენი სკოლის შესახებ
  9. სამუშაო ენა:ქართული
  10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ინფორმატიკა
მათ. X.13. მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და
რაოდენობრივ მონაცემებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს მონაცემთა შეგროვების ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, მითითებულ რესპონ-
დენტთა ჯგუფის გამოკითხვა მზა ანკეტით/კითხვარით).
• ატარებს სტატისტიკურ (მათ შორის, შემთხვევით) ექსპერიმენტს და აგროვებს მონა-
ცემებს.
• იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს
(მაგ., საინფორმაციო ცნობარი, ინტერნეტი, კატალოგი და სხვა).

ათ. X.14. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს
დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ირჩევს თვისებრივ და რაოდენობრივ (დაუჯგუფებელ) მონაცემთა წარმოდგენის შეს-
აფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს თავის არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამ-
ას.
• აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე თვისებრივი ან რაოდენობრივი მონაცე-
მებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმო-
აჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
• ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას, მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების
პრინციპზე.

  1. პროექტის ფასილიტატორი :ნინო გელოვანი
  2. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninogelovani23@gmail.com